"ევროპული ფასეულობები და საქართველო -
ტოლერანტობა"
ევროკავშირი არის პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1957 წელს; ევროკავშირში გაერთიანებუკლია ევროპის 28 სახელმწიფო; მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი; ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უსაფრთხოება იყო. ევროკავშირის ძირითადად მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა წევრ სახელმწიფოებს შორის და დემოკრატიული თანხმობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საერთო მიზნები. ევროკავშირს აქვს თავისი ფასეულობები, რომლებიც მასში გაერთიანებულ ყველა სახელმწიფოზე ვრცელდება, მათგან ერთ-ერთია ტოლერანტობა; ტოლერანტობა ლათინურად შემწყნარებლობას ნიშნავს; იგი სოციოლოგიური ტერმინია, რომელიც აღნიშნავს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას; ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიაანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. დღევანდელი ევროპული საზოგადოების ყველა სოციალურ თუ კულტურულ ფენაში გამოკვეთილია საკუთარი იდეისადმი სწრაფვა. ამ იდეებისაკენ სწრაფვისას ხშირად ავიწყდებათ, რომ ისინი არ არიან ერთადერთი ადამიანები დედამიწაზე, რომ მათ გარდა კიდევ უამრავი პიროვნებაა და მათაც აქვთ საკუთარი იდეა და მიისწრაფვიან კიდეც მისკენ; ეს გაუცნობიერებლობა უმეტეს შემთხვევებში ტოლერანტობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს; ტოლერანტობა წარმოუდგენელია გააზრების გარეშე; სწორედ გაუაზრებლობაა მიზეზი იმ პრობლემებისა, რომლებიც ხდებოდა და ხდება; არსებობს უამრავი მაგალითი, იმისა თუ რა მოჰყვება ტოლერანტობის წინააღმდეგ მოქმედებას; მისი საწინააღმდეგო ქედებებია: რსობრივი , რელიგიური და სხვა სახის დრისკრიმინაციები; რასობრივი დისკრიმინაცია ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭებაა რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგად მოაქვს თანაბარი შესაძლებლობების, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების აღიარების, სარგებლობის და გამოყენების გაუქმებას ან დაბრკოლებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში; დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა დისკრიმინაცია კანის ფერის მიხედვით; ფერადკანიანები იჩაგრებოდნენ თეთრკანიანების მიერ; უამრავი შეზღუდვა იყო მათთვის დაწესებული, შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლებისა და გაადადგილების უფლება; რასობრივი დისკრიმიანციის ერთ-ერთი მაგალითია გასულ საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ებრაელების ნინააღმდეგ განხორციელებული დევნა, რომელთა მიმართაც მკაცრი კონტროლი და სასტიკი დამსჯელობითი ფორმები ხორციელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მათი წარმომავლობის შესახებ; ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა გამონაკლისია; ებრალებმა საქარტველოში 26 საუკუნის განმავლობაში იცხოვრეს მეგობრული და კეთილსინდისიერი ურთიერთობით; რელიგიური დისკრიმინაცია და შეუწყნარებლობა საერთაშორისო კონფლიქტების ერთ-ერთი უძველესი მიზეზია; მოჰყოლია მთელი რიგი საერთაშორისო შეხვედრები თუ ომები, გამოწვეული სახელმწიფოს უმრავლესობათა შორის იდეოლოგიური განსხვავებით. ბოლო წლებში რელიგიური განსხვავებები სახელმწიფოთა მთავარ ჯგუფებს შორის გახდა სამოქალაქო არეულობის და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნის მიზეზი. მსოფლიოში დიდ პრობლემად რჩება დამოკიდებულება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ; მუდმივი დაპირისპირება არსებობს ამგვარი ადამიანებისადმი; ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით; მაგალითად: ტრადიციები, განსხვავებულისადმი შიში, გაუნათლებლობა უშუალოდ ამ საკითხთან მიმართებაში; უახლოეს წარსულში, ჩვენს ქვეყანაში მოხდა ორი ეთნიკური კომფლიქტი, აფხაზებსა და ქართველებს შრორის და ასევე ოსებსა და ქართველებს შორის; ორივე მათგანი სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა და შესაბამისად მსხვერპლიც დიდი იყო; ორივე კომფლიქტის შემთხვევაში 200 ათსზე მეტი ადამიანი იქცა დევნილად საკუთარ ქვეყანაში;თვალსაჩინო ხდება ის ფაქტი, რომ თუ არ მოხდა იმ სიძულვილის გაქრობა ჩვენსა და და ოსებს, ჩვენსა და აფხაზებს შორის შეუძლებელი იქნება ურთიერიერთობის აღდგენა, შეუძლებელი იქნება იმ ათასობით დევნილის უკან, საკუთარ სახლებში დაბრუნება და ეს უთუოდ გამოიწვევს განხეთქილების კიდევ უფრო გაღრმავებას; კიდევ უამრავი მაგალითის ჩამოთვალ შეიძლება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტოლერანტობის მცნებას; ამ მაგალითებზე დაყრდნობით თვალსაჩინო ხდება თუ რა მოყვება შეუწყნარებლობასა და განსხვავებულისადმი ბრძოლას; დროა გააცნობიეროს მსოფლიოს მოსახლეობამ ტოლერანტობის არსი და გამოიჩინონ შემწყნარებლობა და სოლიდარობა განსხვავებული ადამიანებისადმი, რა სახისაც არ უნდა იყოს ეს განსხვავება;
სასწავლოპროექტი: "ევროპული ფასეულობები და საქართველო -
ტოლერანტობა"
ჩვენ ვისწრაფვით ევროპისკენ,მაგრამ თუ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას ევროკავშირზე, უნდა ვიცოდეთ საით მიდის ევროპა, რა ფასეულობები აქვს და ისიც თუ რას მოველით მისგან.
იმისათვის , რომ ყველა არსებულ კითხვაზე გაგვეცა პასუცი ჩავთვალეთ საჭროდ განგვეხორციელებინა სასწავლო პროექტი: "ევროპული ფასეულობები და საქართველო - ტოლერანტობა"
რა ვიცით ჩვენ ევროპის შესახებ?
რა უფრო მისაღებია საქართველოსთვის ევროპა თუ აზია?
მისაღებია ჩვენთვის ევროპული ცხოვრების წესი?
მისაღებია ჩვენთვის ევროპული ფასეულობები ?
მითია თუ რეალობა ის, რაც ჩვენ ვიცით ევროპის შესახებ?
ალბათ ყველა დაგვეთანხმება ,რომ ყველა ეს კითხვა პასუხგასაცემია და პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ. პასუხის ძიებაში ჩვენ განვახორციელეთ პროექტი"ევროპული ფასეულობები და საქართველო-ტოლერანტობა"
რაც შეეხება ტოლერანტობას,რატომ ავირჩიეთ ეს საკითხი,ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ჩვენს საზოგადოებას ეს გრძნობა აკლია.
ჩვენ თავი მოგვაქვს ჩვენი კაცთმოყვარეობით, ჩვენი შემწყნარებლობით, მაგრამ რეალურად ვართ ასეთები? ჩვენ არ გვიდევნია ებრეელები, 26 საუკუნე მატთან ერთად მშვიდობით გაგვიტარებია, ჩვენს მეფეს მეჩეთშიც და სინაგოგაშიც ულოცია, მაშ რა გვემართება დღეს?
რატომ ვართ აგრესიულები ყოველივე განსხვავებულისადმი?
ამ კითხვებზე პასუხის ძიებაში ჩვენ განვახორციელეთ ეს პროექტი:
1.თავდაპირველად ჩვენ შევიძინეთ თანამოაზრეები, მოვიწვიეთ ჩვენს პროექტზე სამუშაოდ.
2. ავიღეთ ინტერვიუები თემის წევრებისა და მოსწავლეებისგან რათა გაგვერკვია რა იციან ევროკავშირზე და ევროპულ ფასეულობებზე.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ევროკავშირში შესვლა სასურველია.ის ასოცირდება პროგრესთან, წინსვლასთან, კეთილდღეობასთან.
მთავარი საკითხი რატომაც ევროკავშირი მიუღებელი იყო, გამოკითხულთა უმრავლესობამ დაასახელა ერთსქესიანთა ქორწინება.
3.იმისათვის , რომ ევროკავშირის შესახებ ცნობადობა აგვემაღლებინა ჩვენ წავიკითხეთ ლექციები აღნიშნულ თემატიკაზე, სადაც გამოვკვეთეთ დადებითი მხარეები
4.მოსახლეობასი გავავრცელეთ ფლაერები რათა მათთვის გასაგები ყოფილიყო რა აქვს დადებითი ევროკავშირს და ჩვენი ფასეულობების დაკარგვის შიში რამდენად უსაფუზვლოა.
5. გადავიღეთ კლიპი რათა საზოგადოებისთვის უფრო უკეთესად მიგვეწვდინა ხმა და ევროპული ფასეულობები მათთვის უფრო გასაგები ყოფილიყო.
6.პატარებს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს , ლექციის შემდეგ ვხოვეთ დაეხატათ ტოლერანტობასთან დაკავშირებით ნახატები რასაც მათ წარმატებით გაარტვეს თავი.ამ ნახატებით მათ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.
7. მოავაწყეთ შეხვედრა
საქართველოს პარლამენტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირისა
და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის "ჩემი ევროპა" გამარჯვებულ ნიკა მეფარიშესთან რომელიც არის ჩვენი სკოლის 12 კლასის მოსწავლე მან მოგვითხრო კონკურსზე
და გვაჩვენა ამ ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა და პრიზი რომელიც მან მიიღო ამ კონკურსში. აღნიშნული კონკურსი ჩატარდა 2015წელს


Комментариев нет:
Отправить комментарий